ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში - როგორია პოლიტიკური შეფასებები - Palitra News

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში - როგორია პოლიტიკური შეფასებები

2026-09-17 20:58:43+04:00

ხვალ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მთავარ ფავორიტად ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მარატ კამბოლოვი განიხილება და მას სამი კონკურენტი ეყოლება.

პროცესს უკვე გამოეხმაურნენ თბილისში. ოპოზიცია ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პროცესს ანექსიის ახალი ეტაპის დასაწყისად მიიჩნევს და ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული დეოკუპაციის პოლიტიკა წარმატებულია და მას ალტერნატივა არ გააჩნია.