პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებმა ხელისუფლებას დისკომფორტი არ შეუქმნა. პრემიერის შეფასებით, პრობლემური სწორედ ის გარემოებაა, როდესაც მთავრობის ყოფილი მეთაური კორუფციული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება. კობახიძის განმარტებით, ღარიბაშვილს პოლიტიკაში დაბრუნებისთვის საჭირო პოლიტიკური რესურსი აღარ აქვს.