„ქართული ოცნება“ აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას კიდევ ოთხ პოლიტიკურ ძალასთან ერთად „გახარია საქართველოსთვის“ წინააღმდეგაც გეგმავს. მმართველ გუნდში ამის მიზეზად პარტიის მიერ ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარებას და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებს ასახელებენ. გიორგი გახარიას გუნდში კი ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლების მხრიდან პარლამენტში რეალური ოპოზიციური ძალის არსებობის მიუღებლობას უკავშირებენ.