„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მათი ინიციატივის ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ კანონპროექტს მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის 16 მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, ხოლო 55 დეპუტატს ხმა არც მომხრე და არც მოწინააღმდეგე პოზიციაზე არ დაუფიქსირებია. შარაშიძის შეფასებით, ეს შესაძლოა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან შეგნებული პოზიცია ყოფილიყო. მმართველი გუნდის წევრი, ნოდარ ტურძელაძე კი განმარტავს, რომ ხმის არმიცემა კანონპროექტის წინააღმდეგ პოზიციას ნიშნავს.