„ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებული საერთაშორისო დავის გამო საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 350 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა დაეკისრა. ოპოზიცია ამაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და საკითხს შესაძლო კორუფციულ გარიგებებს უკავშირებს. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე კი მიიჩნევს, რომ პროექტის შეჩერება გარე აგენტურის გავლენით მოხდა. პრემიერის თქმით, ხელისუფლება სამი ახალი ჰესის აშენებას გეგმავს. საერთაშორისო არბიტრაჟთან დაკავშირებული ფინანსური ვალდებულებების საკითხი პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.