გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე მუშაობას შეწყვეტს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ სააგენტო ამ ეტაპზე მილევად რეჟიმში იმყოფება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უცხოური ინტერვენციის ინსტრუმენტად მიჩნეული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას სახელმწიფო აღარ განახორციელებს. სააგენტოს შექმნას წინ უძღოდა „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და „გრანტების შესახებ“კანონში ცვლილებები. ახალი მექანიზმით საგრანტო თანხების ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო.