საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარების საკითხებზე კომუნიკაციების კომისიამ და UNICEF-მა სამუშაო შეხვედრა გამართეს. მხარეებმა მედიაწიგნიერების განათლებაში ინტეგრირება, მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს. ComCom-ის, UNICEF-ისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტი 2022 წელს დაიწყო. კომისიის ინფორმაციით, 2025 წლისთვის მედიაწიგნიერება დაახლოებით 300 სკოლაში ისწავლებოდა, რომელთა 90 პროცენტ ზე მეტი რეგიონებში მდებარეობდა. ამ მიმართულებით 2 600-მდე მასწავლებელი გადამზადდა.