რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მორიგ იერიშებს მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის ზიანი მოჰყვა. დრონებით შეტევების შესახებ ინფორმაცია რუსეთის როსტოვისა და იაროსლავლის ოლქებიდანაც გავრცელდა. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში პარტნიორებთან შეხვედრებისთვის ემზადება. დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონი ომის დასრულებისთვის მუშაობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობაში ხელშესახები ცვლილებები არ მომხდარა და არც უახლოეს პერიოდში ელოდება.