ტრამპი ევროკავშირს ახალი ტარიფებით ემუქრება - მიზეზი კანადისთვის „ასოცირებული წევრობის“ შეთავაზების იდეაა - Palitra News

ტრამპი ევროკავშირს ახალი ტარიფებით ემუქრება - მიზეზი კანადისთვის „ასოცირებული წევრობის“ შეთავაზების იდეაა

2026-09-17 21:13:01+04:00

დონალდ ტრამპი ევროკავშირს ემუქრება ახალი სავაჭრო ზომების დაწესებით, თუკი ბრიუსელი კანადას ასოცირებული წევრობის სტატუსს შესთავაზებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანადის ევროკავშირთან დაახლოების იდეა წარადგინა. ტრამპმა ინიციატივას შესაძლო „მტრულ ნაბიჯად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში ვაშინგტონმა შესაძლოა ევროკავშირს მაღალი ტარიფები დაუწესოს ან სავაჭრო ურთიერთობები შეამციროს. ევროპული მხარე კი კანადასთან უფრო მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე საუბრობს.