სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბოლო წელიწად-ნახევარში უკვე მეოთხე ხელმძღვანელი ჰყავს. გელა გელაძის შს მინისტრის მოადგილედ გადასვლის შემდეგ, სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი დაამტკიცეს. მის პირველ მოადგილედ კი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა, რომელიც წარსულში ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის თანამშრომელი იყო. მმართველ გუნდში უწყების ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით დადებით მოლოდინზე საუბრობენ. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ საკადრო ცვლილებების კასკადი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და საკადრო რესურსის შემცირებაზე მიუთითებს.