იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში სხვადასხვა ბაგა-ბაღიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით შეყვანილი 11 ბავშვიდან 7 ამ დრომდე სტაციონარში რჩება. 4 -ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი ბინაზე გაეწერნენ. პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით,შეყვანილ პაციენებს მუცდლის ტკივილი და გულისრევა აღენიშნებოდათ. ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საკითხს გამოეხმაურა პრემერ-მინისტრიც. ირაკლკი კობახიძის განცხადებით მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა ეს კონკრეტული კომპანიის, ან კომპანიების ბრალეულობა/ რას უკავშირებენ აღსაზრდელთა მშობლები ბავშვების ინტოკსიკაციას.