რატომ აფართოებს „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვის სიას - Palitra News

რატომ აფართოებს „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვის სიას

2026-09-18 15:37:41+04:00

"ქართულმა ოცნებამ" პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი უკვე ორჯერ დააკორექტირა. სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, სიაში ახლა უკვე პარტია „გახარია საქართველოსთვისაც“ აღმოჩნდა. ხელისუფლება სიის გაფართოებას გახარიას გუნდის დესტრუქციული ქმედებებით ხსნის. გახარიას გუნდში კი ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთ საპარლამენტო ოპონენტს ვერ ეგუება. საკუთარი მოსაზრება აქვთ სიაში მყოფ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც.