ექიმ გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ - ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა - Palitra News

ექიმ გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ - ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

2026-09-18 17:02:15+04:00

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს - ზაქრო ალბუთაშვილსა და ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი რეალური სასჯელია, ხოლო 3 წელი პირობითი.

ასევე, საპროცესო შეთანხმება დადო პროკურატურასთან ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმაც. შეთანხმების მიხედვით, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და 3 წლის, 3 თვისა და 2 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 3 წელი პირობითი სასჯელია.