ინტოქსიკაცია თბილისის ბაგა-ბაღებში - ფაქტზე გამოძიება დაიწყო - Palitra News

ინტოქსიკაცია თბილისის ბაგა-ბაღებში - ფაქტზე გამოძიება დაიწყო

2026-09-18 20:26:32+04:00

თბილისის 20 საბავშვო ბაღში ბავშვებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის მიზეზს გამოძიება ადგენს. შემთხვევის შედეგად 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას ან ბაღებში მიღებულ საკვებს უკავშირდებოდეს. ნიმუშები ლაბორატორიულად მოწმდება და მოკვლევას სურსათის ეროვნული სააგენტოც აწარმოებს. 7 ბაღში მუშაობა დროებით შეჩერდა, დანარჩენი 184 კი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.