ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სასამართლოში ჩვენება მისცეს მამუკა ბახტაძემ, ლევან იზორიამ და სხვა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა - Palitra News

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სასამართლოში ჩვენება მისცეს მამუკა ბახტაძემ, ლევან იზორიამ და სხვა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა

2026-09-18 21:00:15+04:00

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, რომელშიც ბრალდებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სასამართლოში ჩვენება ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მისცა. ჩვენება მისცეს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით სუჯაშვილმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა წევრმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. იგეგმება ყოფილი შს მინისტრის ვახტანგ გომელაურისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხვა წევრების დაკითხვაც. გიორგი გახარიას საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.