ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა - Palitra News

ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

2026-09-18 21:01:06+04:00

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს - ექიმ გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა,

ასევე, საპროცესო შეთანხმება დადო პროკურატურასთან ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმაც. შეთანხმების მიხედვით, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და 3 წლის, 3 თვისა და 2 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 3 წელი პირობითი სასჯელია.

პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.