ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 70 ე.წ. საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე გაიხსნა. ფორმალურ არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის მოქმედი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი. პროცესს საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია აფასებენ. ევროკავშირი კი არჩევნებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება.