სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა - Palitra News

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

2026-09-18 22:11:32+04:00

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა.

შემთხვევა სოფელ ნუკრიანთან მოხდა. ადგილობრივების თქმით, გაჩერებულ „ფორდის” მარკის გადამზიდს ტვირთავდნენ, რა დროსაც მათ „მერსედესის“ მარკის სატვირთო შეეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ „ფორდთან“ მყოფი ოთხი ადამიანიდან ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. დაღუპულთაგან ერთი 50 წლის მამაკაცია, მეორე კი 30 წლამდე.

ორი დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.