საბავშვო ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე გამოძიება გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაღებში ინტოქსიკაციის გამო, ჯამში 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, მკურნალობის ხარჯებს კი სახელმწიფო სრულად ფარავს. საგამოძიებო სამსახური ამის მიზეზად ბაქტერიულ ინფექციასა და საკვებით ინტოქსიკაციას განიხილავს და ბაღებიდან საკვებს, დოკუმენტაციასა და სხვა მასალებს სწავლობს. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიზეზი მოკვლევის შემდეგ დადგინდება და დარღვევის შემთხვევაში ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მერიაში აცხადებენ, რომ ბაღებში საერთაშორისო სტანდარტი 2023 წლიდან მოქმედებს.