Reuters - საუდის არაბეთში, ერ-რიადის აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა - Palitra News

Reuters - საუდის არაბეთში, ერ-რიადის აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა

2026-09-19 16:30:14+04:00

საუდის არაბეთში, ერ-რიადის აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საუდის არაბეთის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო მოგვიანებით, ერ-რიადის აეროპორტის მახლობლად კვამლი დააფიქირეს.

მანამდე, საუდის არაბეთმა ერ-რიადის გარშემო მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.

როგორც Reuters-ი წერს, ეს ერ-რიადის გარშემო გამაფრთხილებელი სიგნალის გავრცელების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ივლისში იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ იერიშები განაახლეს.

„ჰუსიტების“ სამხედრო პრესსპიკერმა, იაჰია სარიამ განაცხადა, რომ პარასკევს იემენის დედაქალაქ სანაში საუდის არაბეთის თავდასხმის მცდელობები აღკვეთეს.