განათლებს მინისტრის მოადგილე 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა შეხვდა - Palitra News

განათლებს მინისტრის მოადგილე 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა შეხვდა

2026-09-20 12:58:14+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და მასწავლებლებს შეხვდა. მისი განცხადებით, სამინისტრომ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წერილითმიმართა, სადაც შემჭიდროებულ ვადებშია მოთხოვნილი სკოლის შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასება, მათ შორის ის რამდენად ქმნის სკოლის არსებული ტექნიკური მდგომარეობა საფრთხეს შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელებისათვის. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომავალი კვირის ბოლოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, სადაც უფრო კონკრეტულ საკითხებსა და გადაწყვეტის შესაძლო გზებზე დამატებით იმსჯელებენ.