ნორიოს საწვრთნელ არეალში აღმოსავლეთის სარდლობის უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების სწავლება გაიმართა. სწავლება ოპერატორების მიერ ღია სივრცეში, ტყიან მასივსა და შენობებში უძრავ-მოძრავი სამიზნეების აღმოჩენასა და განადგურებას მოიცავდა. გეგმიური სამხედრო სწავლებები სამხედრო ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებასა და საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებას ისახავს მიზნად.