მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ეკლესიებში საზეიმო წირვა ჩატარდება.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს ბათუმის საკათედრო ტაძარში. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.