ოკუპირებული ცხინვალის ახალ ე.წ პრეზიდენტს მისალოცი წერილი რუსეთის პრეზიდენტმა გაუგზავნა. ვლადიმერ პუტინი მარატ კამბოლოვს რეგიონის ე.წ ლიდერად არჩევას ულოცავს და პირდება რომ რუსეთი “სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და ხალხისთვის” დახმარების გაწევას გააგრძელებს. შეგახსენებთ, გუშინ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნები” ჩატარდა, რომელშიც, ე.წ. “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” ინფორმაციით, ხმების 84.95%-ით მარატ კამბოლოვმა გაიმარჯვა. როგორც მოსალონდელი იყო არჩევნებად წოდებულმა პროცესმა ნულოვანი საერთშაშორისო ლეგიტიმაციის ფონზე ჩაიარა.