თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მეშვიდედ უერთდება. კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მოქალაქეებს მეტროსა და ავტობუსების მუშაობის სპეციფიკა გააცნო. „მობილობის ევროპული კვირეული“ მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. წელს კვირეულს 41 ქვეყანა აღნიშნავს.