სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის დამარცხების სტრატეგია, მისი თქმით, „წარუმატებელი“ აღმოჩნდა. ფიცოს განცხადებით, ევროპა უკრაინაში ომის შედეგად ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყებასთან ახლა ყველაზე ახლოს არის. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი არც სლოვაკეთის და არც ნატო-ს ომი არ არის.