საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერები რუსეთს აკრიტიკებენ. ჯორდან ბარდელასა და მარინ ლე პენის განცხადებით, რუსეთის მხრიდან გახშირებული ჰიბრიდული თავდასხმები და დესტაბილიზაციის მცდელობები მიუღებელია. ლიდერები აცხადებენ, რომსაფრანგეთი რუსეთის პროვოკაციების გამო უკრაინაში ომის მიზნების მიღწევაში მოსკოვს ხელს არ უნდა უწყობდეს. მათ ასევე გააკრიტიკეს რუსეთის მიერ რამდენიმე კომპანიის აქტივების ხელში ჩაგდება და ამას საფრანგეთისა და ევროპის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება უწოდეს.