ნატო მზად არის ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის პოტენციალურ ესკალაციას უპასუხოს. ამის შესახებ ნატოს მთავარმა გენერალმა, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა. დრაგონემ, რომელიც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეა, აღნიშნა, რომ ალიანსს მზად აქვს სამხედრო გეგმების მზა დაახლოებით 4 ათას გვერდიანი დოკუმენტი საკუთარი აღმოსავლეთ ფლანგის დაცვისთვის.