თავისუფლების მოედანზე, ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.
ღონისძიება გაერთიანება „კონსერვატორებმა” დააანონსეს.
ორგანიზატორების განცხადებით, აქცია საქართველოში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს უკავშირდება, მათ შორის თბილისში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტზე.
თავისუფლების მოედანზე ამ დროისთვის შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა. ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.