თბლისის საავადმყოფოებში გასტროენტერიტული ჩივილებით ბავშვები მკურნალობას განაგრძობენ. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაღებში ინტოქსიკაციის გამო, ჯამში 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, მკურნალობის ხარჯებს კი სახელმწიფო სრულად ფარავს. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიზეზი მოკვლევის შემდეგ დადგინდება და დარღვევის შემთხვევაში ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. საკითხზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები.