საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ამას ქვეყნისთვის გარდამტეხი მნიშვნელობა არ ექნება, არ აქვთ მოლოდინი, რომ ნიუ-იორკში პრემიერი ქვეყნის რეალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრებს. გენერალური ასამბლეის სესიის დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ასევე მონაწილეობას მიიღებს „მრავალმხრივი პარტნიორობის" სამიტში და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება.