პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივა ე.წ. კარპატების რვიანი პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასთან. როგორც პატიმრობაში მყოფი ხოშტარია წერს, ამ მიმართულებით მსჯელობის დაწყება პარტნიორებთან ოპოზიციასაც შეუძლია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამშრომლობის ახალი ფორმატის, „კარპატული რვიანის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელიც უკრაინას, შვიდ ევროპულ ქვეყანას და ევროკავშირს გააერთიანებს.