რუსეთი უკრაინაზე საჰაერო დარტყმებს განაგრძობს. ბოლო ცნობებით, ზაპოროჟიეში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. უკრაინამ კი რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის მოსკოვის მიმართულებით, ათასზე მეტი დრონი გაუშვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1 100-ზე მეტი დრონის ჩამოგდებაზე იუწყება. მოსკოვში დაზიანდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და საცხოვრებელი შენობები. სამხედრო ესკალაციის მიუხედავად, ვაშინგტონი და კიევი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობაზე მუშაობენ. გავრცელებული ცნობებით, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ნიუ-იორკშია დაგეგმილი.