რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 57.48%-ით ლიდერობს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 75.31%. მეორე ადგილზეა “რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია” ხმების 14.03%-ით. რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 56.66% შეადგინა. მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 18-20 სექტემბერს ჩატარდა.