გერმანიაში ორი ფედერალური მიწის არჩევნებმა მმართველი ბლოკისთვის ახალი პოლიტიკური გამოწვევები შექმნა. ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მნიშვნელოვან შედეგებს აჩვენებს - მეკლენბურგ-წინა პომერანიაში პარტია პირველ ადგილზე გავიდა, ბერლინში კი მეორე. შედეგებმა კანცლერ ფრიდრიხ მერცის კოალიციის მიმართ პოლიტიკური წნეხი გაზარდა.