თბილისში ფესტივალი "სამოსი სამშობლო" გაიმართა - ქართველმა ემიგრანტებმა და ადგილობრივმა მონაწილეებმა ჟიურისა და მაყურებელს საკუთარი ხელით შექმნილი სამოსი წარუდგინეს - Palitra News

თბილისში ფესტივალი "სამოსი სამშობლო" გაიმართა - ქართველმა ემიგრანტებმა და ადგილობრივმა მონაწილეებმა ჟიურისა და მაყურებელს საკუთარი ხელით შექმნილი სამოსი წარუდგინეს

2026-09-21 10:03:19+04:00

თბილისში ფესტივალი "სამოსი სამშობლო" გაიმართა. პროექტის ფარგლებში ქართველმა ემიგრანტებმა და ადგილობრივმა მონაწილეებმა ჟიურისა და მაყურებელს საკუთარი ხელით შექმნილი სამოსი წარუდგინეს. პროექტს "სამოსი სამშობლო" ექვსი წლის წინ ამერიკაში ჩაეყარა საფუძველი და მიზნად ქართველი ემიგრანტების გაერთიანებასა და მათ მხარდაჭერას ისახავს. ქართულ ფესტივალს "სამოსი სამშობლო" წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა.