პატრიარქი შიო III ბათუმის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს - Palitra News

პატრიარქი შიო III ბათუმის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს

2026-09-21 10:21:03+04:00

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ბათუმის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს .

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს. როგორც ცნობილია, უდიდეს ქრისტიანულ თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება უშუალოდ ღვთისმშობლისადმი არის მიძღვნილი.