თბილისის საბავშვო ბაგა ბაღებიდან თბილისის საავადმყოფოებში გასტროენტერიტული ჩივილებით გადაყვანილი ბავშვები მკურნალობას განაგრძობენ. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბაღებში, გასტრო ენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაღებში ინტოქსიკაციის გამო, სულ 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო სრულად ფარავს. თბილისის მერი რეაგირებისთვის შესაბამისი მსამსახურების მოკვლევას ელოდება.