წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე ტყის აღდგენის ღონისძიებები სულ 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს - Palitra News

წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე ტყის აღდგენის ღონისძიებები სულ 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს

2026-09-21 12:34:27+04:00

წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე ტყის აღდგენის ღონისძიებები სულ 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ტყის აღდგენის პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. სოფელ ახალშენის მიმდებარედ, 12 ჰექტარ ფართობზე, სადაც წარსულში ინტენსიური ჭრისა და საქონლის ძოვების შედეგად ტყის საფარი მნიშვნელოვნად იყო დეგრადირებული, ტყის აღდგენის კომპლექსური პროექტის ფარგლებში 24 250 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო. ეროვნული სატყეო სააგენტო 2026 წლის ბოლომდე ტყის აღდგენის ღონისძიებებს ქვეყნის 9 რეგიონში, გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, 2031 წლისთვის ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 51 000 ჰექტრამდე ფართობზე იქნება განხორციელებული.