რუსეთ-უკრაინის ომში სამხედრო მოქმედებები კვლავ გრძელდება. შაბათ-კვირას მხარეებმა ერთმანეთის ტერიტორიებზე მასშტაბური საჰაერო იერიშები განახორციელეს, პარალელურად კი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობაზე დიპლომატიური კონსულტაციები მიმდინარეობს. რა ვითარებაა ამ დროისთვის ფრონტზე და მოლაპარაკებების მიმართულებით?