რუსეთის ცესკო-მ სახელმწიფო დუმის არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა - Palitra News

რუსეთის ცესკო-მ სახელმწიფო დუმის არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა

2026-09-21 12:59:40+04:00

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ელა პამფილოვას თქმით, რუსეთის სახელმწიფო უმის არჩევნების წინასწარი შედეგებით, პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა.

პამფილოვას ინფორმაციით, ეს პარტიებია : „ერთიანი რუსეთი“ (ხმების 57.83%-ით), “რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია” (13.81%), “რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია” (8.97%), „ახალი ხალხი“ (7.96%).

პამფილოვას თქმით, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ჯერ კიდევ აქვს პარტია „სამართლიან რუსეთს“.

გარდა ამისა, წინასწარი მონაცემებით, “ერთიანი რუსეთი“ 225 ერთმანდატიანი ოლქიდან 208-ში ლიდერობს. ხუთ ოლქში პირველ ადგილს “რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის” კანდიდატები იკავებენ, ოთხში - „სამართლიანი რუსეთის“ კანდიდატები, ორში “ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია” ლიდერობს, ერთში კი - პარტია „როდინა“. ამასთან, ოთხ ერთმანდატიან ოლქში პირველ ადგილს დამოუკიდებელი კანდიდატები იკავებენ.

პამფილოვამ განმარტა, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ერთიანმა რუსეთმა“ პარლამენტში 355 ადგილი მოიპოვა, “კომუნისტურმა პარტიამ”- 40, “ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ” - 25, პარტიამ - „ახალი ხალხი“ - 20, ხოლო „სამართლიანმა რუსეთმა“ - 4.