CNN, MS NOW და Politico თეთრ სახლში დაშვების აკრძალვის გადაწყვეტილების გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან - Palitra News

CNN, MS NOW და Politico თეთრ სახლში დაშვების აკრძალვის გადაწყვეტილების გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან

2026-09-21 15:44:27+04:00

სამი მედიასაშუალება - CNN-ი, MS NOW და Politico, რომლებსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა, აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებაზე დაფუძნებულ სარჩელს აღძრავს, რათა თეთრ სახლში მუშაობის უფლება აღიდგინონ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სასწრაფო განხილვის მოთხოვნა კოლუმბიის ოლქის ფედერალურ სასამართლოს წარედგინება და მოსმენები და ადმინისტრაციის მხრიდან შესაბამისი არგუმენტების წარდგენა, შესაძლოა, უკვე ამ კვირაშივე დაიწყოს.

„ეს აკრძალვა წარმოადგენს პირველი შესწორების წინააღმდეგ მიმართულ უკიდურესად პირდაპირ თავდასხმას და ჩვენი უმთავრესი კონსტიტუციური პრინციპების უხეშ დარღვევას“, - ნათქვამია მედიასაშუალებების სარჩელის ტექსტში, რომელიც სასამართლოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს და ჟურნალისტებს თეთრ სახლში მუშაობის შესაძლებლობა აღუდგინოს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამი დღის წინ განაცხადა, რომ CNN-ს, MSNBC-სა და Politico-ს, „ყალბი ამბების გავრცელების“ გამო, თეთრ სახლში შესვლას უკრძალავს.