განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, ხელმოწერილია და საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა. ქართულმა ოცნებამ სარჩელში წარადგინა არგუმენტები თუ რატომ არის მათი ხედვით პარტია გახარია საქართველოსთვის ანტიკონსტიტუციური. ასაკრძალი პარტიების სიაში კიდევ 4 პარტიაა - ნაციონალური მოძრაობა, ლელო, ახალი და ფედერალისტები, თუმცა მათგან განსხვავევით ქართული ოცნება გახარიას პარტიისთვის მანდატების შეწყვეტას არ ითხოვს/