აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა არ იგეგმება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტ6ავს, რომ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციაში ვიზიტი, ხოლო, ვიზიტის მიზანი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა და გაეროს ინსტიტუციებთან შეხვედრებია. ამ კონტექტსში ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თეთრი სახლის დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში საქართველო პრიორიტეტი არ არის. ოპოზიცია არც ამერიკულ მხარესთან ურთიერთობების დალაგებას ელოდება და არც გაეროს სამიტზე ქვეყნის რეალურ პრობლემებზე საუბარს.