ბაგა ბაღებიდან  თბილისის საავადმყოფოებში გასტრო ენტერიტული ჩივილებით გადაყვანილი ბავშვები მკურნალობას განაგრძობენ - Palitra News

ბაგა ბაღებიდან  თბილისის საავადმყოფოებში გასტრო ენტერიტული ჩივილებით გადაყვანილი ბავშვები მკურნალობას განაგრძობენ

2026-09-21 15:57:28+04:00

თბილისის საბავშვო ბაგა ბაღებიდან თბილისის საავადმყოფოებში გასტრო ენტერიტული ჩივილებით გადაყვანილი ბავშვები მკურნალობას განაგრძობენ. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბაღებში, გასტრო ენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაღებში ინტოქსიკაციის გამო, სულ 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო სრულად ფარავს. თბილისის მერი რეაგირებისთვის შესაბამისი მსამსახურების მოკვლევას ელოდება.