ახალსოფელში მევენახეები აქციას მართავენ და ყურძნის დაბალ ფასს აპროტესტებენ - Palitra News

ახალსოფელში მევენახეები აქციას მართავენ და ყურძნის დაბალ ფასს აპროტესტებენ

2026-09-21 20:28:10+04:00

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მევენახეები აქციას მართავენ.

ისინი ერთ-ერთ საწარმოსთან არიან შეკრებილი და ყურძნის ჩაბარების დაბალ ფასს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ, რადგან არსებული თანხა მინიმალურია და ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს.

ადგილზე იმყოფება ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.