ირლანდიამ საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა, - ინფორმაციას ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტრო ავრცელებს.
ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტროს ცნობით, საქართველოში დეპორტირებულებს შორის 33 მამაკაცია და 7 ქალი, ასევე ერთი ოჯახი 3 ბავშვით.
ირლანდიის პოლიციაში აღნიშნეს, რომ დეპორტირებულთაგან 4 მამაკაცი სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის იყო გასამართლებული.
„მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრობს და ირლანდიის საზოგადოებაში დადებითი წვლილი შეაქვს“, - განაცხადა ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრმა, ჯიმ ო’კალაჰანმა.
დუბლინის აეროპორტიდან თბილისში ფრენა კვირას, 20 სექტემბერს განხორციელდა.
ირლანდიის მთავრობის განცხადებით, თვითმფრინავის დაქირავებისა და ფრენის ღირებულებამ 225 575 ევრო შეადგინა.