ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან კიდევ ერთ წერილს ავრცელებს - რას ამბობს ყოფილი პრემიერი - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან კიდევ ერთ წერილს ავრცელებს - რას ამბობს ყოფილი პრემიერი

2026-09-22 09:39:30+04:00

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან კიდევ ერთ წერილს ავრცელებს და ამჯერად საზოგადოებაში მის პატიმრობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხობს. ყოფილი პრემიერის განცხადებით, მისი დაპატიმრების მთავარი მიზანი მისი პოლიტიკური განეიტრალება, რეპუტაციის დაზიანება და საბოლოოდ პოლიტიკურ მომავალზე უარის თქმა იყო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერის წერილში აღწერილი გარემოებები ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს შეიცავს და დამატებით კითხვებს აჩენს განსაკუთრებით იმ ნაწილში სადაც საუბარია წინასწარ შეთანხმებული პირობების შეცვლასა და ახალი ბრალის აღიარების მოთხოვნაზე. ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, თუ ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია დადასტურდა, საქმე მხოლოდ ერთი ადამიანის პატიმრობას აღარ შეეხება და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.