ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ განახლებული სარჩელი სასამართლოში გუშინ შევიდა - რომელი პარტიები აიკრძალება - Palitra News

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ განახლებული სარჩელი სასამართლოში გუშინ შევიდა - რომელი პარტიები აიკრძალება

2026-09-22 09:43:00+04:00

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ განახლებული სარჩელი სასამართლოში გუშინ შევიდა. მმართველი გუნდი ითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი და აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის, ლელო, ფედერალისტები და ახლა უკვე გახარია საქართველოსთვის. გახარიას გუნდისთვის სარჩელის შეტანა მოულოდნელი არ ყოფილა და ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოლიტიკური ანგარიშსწორების კონტექსტში აფასებს. ოპოზიციისთვის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური სივრცის შეზღუდვის მცდელობაა, მმმართველი გუნდი კი ამტკიცებს, რომ საქმე სამართლებრივ საფუძვლებს და კონსტიტუციური წესრიგის დაცვას ეხება.საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.