სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვისა და მიღწეული შედეგების შეჯამების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში წყალმომხმარებლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, კომპანიის კომერციული დირექტორი მამელი ქობალია გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე სარწყავი სეზონის შედეგები შეაჯამეს, ასევე, იმსჯელეს მორწყვის თანამედროვე, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე.